logo
ENG



ზუგდიდში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, არიან დაშავებულები

05 ოქტ 202316:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/05/e8rk88dppagj9c9.jpg

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, დაშავდნენ მათი მძღოლები.

მძღოლები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავარიის გამო, მოძრაობა ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელ გზაზე დაახლოებით 20 წუთით იყო შეფერხებული.

შემთხვევის ადგილზე ადგილზე მუშაობს პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.


close დახურვა