logo
ENG



ზუგდიდში მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახმა და ახლობლებმა აქცია გამართეს

16 იან 202619:41
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/16/9l6x8vgs0vnx4g5.jpg

ზუგდიდში მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის წევრები და ახლობლები მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ნათია ხაჭატურიანის და მასთან ერთად მკვლელობის საქმეში ფიგურანტი სხვა პირების გამოვლენას და უმკაცრესად დასჯას - უვადო პატიმრობას ითხოვენ. მოკლულის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მკვლელობის ჩადენის მომენტში, ხაჭატურიანი მარტო არ მოქმედებდა.

აღნიშნული მოთხოვნით, მოკლული ქალის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან დღეს საპროტესტო აქციაც გამართეს, სადაც მოკლულის და მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ახლობლებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა.

აღნიშნულ საქმეზე დღეს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მიმდინარეობს მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოწმეთა გამოკითხვა


close დახურვა