logo
ENG



ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს ბრალი წარუდგინეს

06 დეკ 201917:05
3 წუთის საკითხავი
 
jnmbe12arrm8b8s.jpg

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს ბრალი წარუდგინეს. ბრალის წარდგენა ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოხდა, სადაც ათონის მონასტრის ბერია მოთავსებული.  

"ალანიამ დაადასტურა რომ რეალობაში ჩანთა მას მიღებული ჰქონდა მამაოსგან, რომელიც ამ ჩანთის თბილისში წაღება სთხოვა. მეორე დღეს კი ეს ჩანთა კვლავ მამაოსთვის უნდა გადაეცა. ის რომ იქ ნარკოტიკული ნივთიერებები იყო მოთავსებული, ამაზე წარმოდგენა არ მქონდაო, თუმცა როცა მამაომ ეს ჩანთა გადმომცაო, მთხოვა განსაკუთერბული ყურადღება მიმექციაო",-განაცხადეა რომან მალანიას ადვოკატმა ჯიტა გულუამ. 

მისივე თქმით, მამაოს მიმართ პატიმრობის გამოყენება დასაშვები არაა და მიზანშეწონილია სხვა, ალტერნატიული საშეღავათო გარემოებების გამოყენება. 

"მამაოს სახით პატიმრობა არ უნდა იქნეს გამოყენებული, რადგან არსებობს ყველანაირი საშეღავათო გარემოებები, რასაც პროცესუალური ნორმა ითვალისწინებს, რათა მის მიმართ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება იქნეს გამოყენებული",-აღნიშნავს ადვოკატი. 

ცნობილია, რომ  დაკავებულის პროცესი სავარაუდოდ, ზუგდიდის სასამართლოში გაიმართება.


close დახურვა