logo
ENG



ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

07 დეკ 201914:29
3 წუთის საკითხავი
 
xfxz7d7tbs3p451.jpg

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ზუგდიდის სასამართლოში. სხდომას რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორის დაკავებულის ძმა, დეკანოზი გიორგი ქავთარაძეც ესწრება. მათ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს კომენტარზე უარი უთხრეს. დაკავებულის ადვოკატის თქმით, ბერი დანაშაულს აღიარებს, თუმცა უარყოფს, რომ დანაშაული ჯგუფურად ჩაიდინა. ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით ბერი გიგა ქავთარაძე და კიდევ ერთი მოქალაქე რომან მალანია რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მალანიას ზუგდიდის სასამართლომ საპატიმრო გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა.


close დახურვა