logo
ENG



ზურა ბუდაღაშვილის სამარტოო საკანში მოთავსების სამართლებრივი საფუძელი არ არსებობს

05 დეკ 201919:47
3 წუთის საკითხავი
 
gpbvw4wx081m1du.jpg

სადამსჯელო ღონისძიება ციხეში - 20 ივნისის მოვლენებზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილი, რომელმაც სასამართლოზე სკანდალური განცხადება გააკეთა, სამარტოო საკანში გადაიყვანეს. ადვოკატი ამ გადაწყვეტილებას სამართალდამცველების მხრიდან დაკავებულის დასჯის სურვილით ხსნის. 

ზურაბ ბუდაღაშვილმა რამდენიმე დღის წინ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციური ლიდერების, ნიკა მელიას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ და აშანტაჟებდნენ. დაკავებული ამბობს, რომ მას ამ განცხადების შემდეგ სამარტოო საკანში გადაყვანასთან ერთად, პირადი მოხმარების ნივთების მიწოდებაც შეუზღუდეს. შანტაჟზე, თვალთვალსა და განსხვავებული აზრის გამო დევნაზე საუბრობს ბუდაღაშვილის ოჯახიც.  

მსჯავრდებული ზურა ბუდაღაშვილის დედა დარწმუნებულია რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო ცრუობს, როდესაც აცხადებენ რომ მისი  შვილი სამარტოო საკანში იმიტომ ზის, რომ მასთან  ურთიერთობა თანამესაკნეებმა არ ისურვეს. 

ზურა ბუდაღაშვილს სახელმწიფო ჯგუფურ ძალადობას ედავება. ის 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე ჰყოფნის გამო დააკავეს. 2 კვირის წინ კი მსჯავრდებულმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ  აიძულებენ ხელი ოპოზიციის ლიდერებს დაადოს, თითქოს მათ პარლამენტის შტურმით აღება სურდათ. 

ამ ჩვენებიდან მალევე ზურა ბუდაღაშვილი საკნიდან, სადაც 5 მსჯავრდებულთან ერთად იხდიდა სასჯელს  სხვა კორპუსში გადაიყვანეს, საკანში რომელსაც მისი მძიმე პირობების გამო - პატიმრები კუნძულს ეძახიან. კორპუსში სადაც ბუდაღაშვილი მოათავსეს - ციხის ელექტრო ენერგიის მთავარი გენერატორი დგას, რომელიც 24 საათის განმავლობაში ჩართულია და მუდმივად ხმას გამოსცემს. 

ბუდაღაშვილს რომ ხელისუფლება სჯის ამაში ეჭვი არც მის ადვოკატს ეპარება. ფაქტია მსჯავრდებული მარტო საკანში მას შემდეგ დარჩა, რაც სასამართლოში ისაუბრა, რომ გამოძიება არასწორი ჩვენების მიცემას აიძულებდა. 

ბრალდებებს სასჯელაღსრულების სამინისტროდანაც გამოეხმაურნენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ბუდაღაშვილი სამაარტო საკანში მათ არ გადაუყვანიათ და მისთვის საკნის შეცვლა სხვა მსჯავრდებულებმა მოითხოვეს. მათი განმარტებით, ბუდაღაშვილი 28 ნოემბერს სპეციალურ მეორე დაწესებულებაში 4 კაციან ოთახში  მოათავსეს, სადაც ერთი თანამესაკნე ჰყავდა. განცხადების მიხედვით ბუდაღაშვილთან ყოფნა არც მან ისურვა და ის ამიტომ დარჩა მარტო.  

პატიმრის  სამარტოო  საკანში მოთავსება, პატიმრობის კოდექსის შესახებ კანონით რეგულირდება. სამარტოო საკანში გადაყვანის მხოლოდ 2 საფუძველი არსებობს, თუმცა ბუდაღაშვილის შემთხვევაში არცერთი მიზეზი ციხის გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში არ მოდის. 

სამარტოო საკანში პირის მოთავსება მაქსიმუმ 24 საათითაა ნებადართული. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების დროს მაქსიმუმ 14 დღე - თუმცა ფაქტია 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ დაკავებული ბუდაღაშვილი, რომელიც ქვეყანაში რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდა ამ დრომდე უმიზეზოდ, ციხის ყველაზე რთულ კორპუსში, 4 კაციან საკანში მარტო იმყოფება.

 

 

 


close დახურვა