ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი რომში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის სახელით იასპარეზებს. ინფორმაცია დათუნაშვილმა „ფორმულას“ დაუდასტურა.
დათუნაშვილი სერბეთის სახელით აქამდეც ცდილობდა ასპარეზობას, მაგრამ ამის საშუალება არ ეძლეოდა.
თავდაპირველი ინფორმაცია სააგენტო recorder.ge-იმ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო დააკავეს. ამ ფაქტს მაშინ სპორტსმენების ნაწილის პროტესტი მოჰყვა და ფედერაციასთან მოჭიდავის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.