logo
ENG



ზურა ჯაფარიძე: დღეს გამოჩნდა, რომ პოლიციური სახელმწიფოში ვცხოვრობთ

23 აპრ 202022:27
3 წუთის საკითხავი
 

"დღეს გამოჩნდა, რომ პოლიციური სახელმწიფოში ვცხოვრობთ",- ასე გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე მის მიერ ორგანიზებული აქცია-პროტესტის დარბევას ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე და მშვიდობიანი მოქალაქეების დაჯარიმება-დაკავების ფაქტს. მისი თქმით, სახელმწიფო დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. აღნიშნული კიდევ ერთხელ დადასტურდა დღეს საკანონმდებლო ორგანოშიც, როცა საგანგებო რეჟიმის დარღვევის წესები გამკაცრდა.

"შერჩევითი სამართალი რომ იყო აქამდე ქვეყანაში, ეს ცხადია. უბრალოდ ახლა გაფორმდა ეს ყველაფერი. დღეს გამოჩნდა, რომ პოლიციური სახელმწიფოში ვცხოვრობთ. მათ შორის არამხოლოდ აქცია, არამედ როგორც გაგრძელდა ეს მოვლენები და მესამე მოსმენით რომ ცვლილებები დაამტკიცეს. სახლიდან თავის გამოყოფა ორჯერ 6 წლამდე ციხით რომ ისჯება. არ ვიცი სხვა რა მახასიათებელი შეიძლება არსებობდეს სახელმწიფოსთვის, რომ მას პოლიციური სახელმწიფო დაუძახო. პლუს არც გვიხსნიან ამ ყველაფრის მიზანი რა არის",-აცხადებს ზურა ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, საპროტესტო აქცია იპოდრომზე დაკავებითა და ჯარიმებით დასრულდა. "გირჩი" საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად სეირნობით აპროტესტებდა საგანგებო მდგომარეობისა და მკაცრი, დამაზიანებელი აკრძალვების გაუქმებას. სამართალდამცველებმა კი მონაწილეების გარდა, ადგილზე შემთხვევით მყოფი პირებიც დააჯარიმეს, ნაწილი კი ძალის გამოყენებით განარიდეს იპოდრომის ტერიტორიას. 

 


close დახურვა