logo
ENG



ზურაბ აბაშიძე: რუსული კულტურის ცენტრის გახსნის ინიციატივა არ განიხილება

09 დეკ 201918:18
3 წუთის საკითხავი
 
3ymdwxwoenb0d6j.jpg

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ინიციატივა არ განიხილება.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, მან გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას, ამგვარი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, რაიმე ინიციატივასთან შეხება არ აქვს და არც ჰქონია.

„სახელისუფლებო დონეზე არსად არ განხილულა. რაც შეეხება ერთერთ კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, არც ის გეგმავს საქმიანობის მსგავსი ფორმით გაგრძელებას“, - განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსმა დიპლომატმა გრიგორი კარასინმა თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა დააანონსა. კარასინმა ეს განცხადება პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურა აბაშიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 


close დახურვა