logo
ENG



ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

18 სექ 202518:24
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/18/v54eynqg18hp4z9.jpg

ძიუდოში ოლიმპიურ ჩემპიონსა და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მისი მომდევნო წინასასამართლო სხდომა 12 ნოემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. 

პროკურატურა მას ბრალად სდებს - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას.

ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.

ზურაბ ზვიადაური 16 სექტემბერს თბილისში დააკავეს. ის, ამ დროისთვის, დუმილის უფლებას იყენებს.

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი 2021 წლის 17 აგვისტოსაც დააკავეს - მაშინ მას ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ზურაბ ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა კაცი, რომელმაც მანამდე მისი ძმა მოკლა. 

იმავე წლის 4 დეკემბერს ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.


close დახურვა