logo
ENG



ზურაბ მახარაძე ალტ-ინფოს პარტიის თავმჯდომარე აღარაა

25 აპრ 202218:42
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბ მახარაძე ალტ-ინფოს პარტიის თავმჯდომარე აღარაა
ფორმულა

პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ლიდერი, ზურაბ მახარაძე "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე აღარაა. პარტიების რეესტრში ცვლილება უკვე აისახა, რომლის მიხედვით, მახარაძე ამ პოსტზე პარტიის გენმდივანმა გიორგი ქარდავამ ჩაანაცვლა. პარტიის გენერალური მდივანი კი შოთა მარტინენკო გახდა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 13 მარტს ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ "რაღაც პერიოდი" თბილისში ვერ იქნება, ვერც ეთერებში გამოჩნდება, რადგან "სხვა ფორმატში" მოუწევს მუშაობა.

ალტ-ინფოს რეგიონებში ადგილობრივები ოფისების გახსნაში ხელს უშლიან. პრორუსების ოფსები დაახურინეს მესტიაში, ხულოსა და შუახევში. სხვადასხვა ქალაქებში კი მათი საწინააღმდეგო აქციები იმართება.

 


close დახურვა