"1000 ტესტი ნამდვილად არაა საკამარისი",-ასე აფასებს ზურაბ ჭიაბერაშვილი ქვეყანაში 1000 სწრაფი ტესტის ჩამოტანას. მისი თქმით, სახელმწიფო ამ კუთხით გადაწყვეტილებებს დაგვიანებით იღებს.
"ეს ეხმარებათ ეპიდომოლოგებს იმაში, რომ დაინახონ სურათი ფართოდ და ხელი შეუშალონ ვირუსის გავრცელებას ახალ კლასტერებში. ანუ სადაც, ვირუსი ამოყოფს თავს, მათი იზოლირება სწრაფად მოხდეს. 1000 ტესტი ნამდვილად არაა საკამარისი სწორედ იმისთვის რომ მოცვა იყოს ფართო. მაგალითად, სიცხის საზომით რომ დადიან მარნეულში, მხოლოდ ეს ვერ მოგცემს იმ სურათს, რასაც სწრაფი ტესტები მოგვცემდა",-აცხადებს ჭიაბერაშვილი.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, კი სწრაფი ტესტები სახელმწიფომ პირველ რიგში რისკ ჯგუფებს უნდა მოახმაროს, მათ შორის მარნეულის მოსახლეობას, სამედიცინო პერსონალს, ჯარისკაცებსა და პოლიციას.
შეგახსენებთ, კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში სავარაუდოდ დღეს ჩამოვა. ტესტების შემოტანა ქვეყანაში 4 ეტაპატაა დაგეგმილი. დარგის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მათი არსებობა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ტესტები კორონავირუსის გავრცელებას ხელს შეუშლის.