ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ სიმართლითაა შესაძლებელი.
„ივანიშვილის დამარცხება შეუძლია გულწრფელობას და სიმართლეს. შეიძლება, დღეს და ხვალ ასე არ აისახება ეს რიცხვებში, მაგრამ ივანიშვილის დამარცხების გზა გადის გულწრფელობასა და სიმართლეზე. თუ რაიმე აკლია დღეს ქართულ პოლიტიკას, სწორედ სიმართლეა და სიმართლის ლაპარაკი. მხოლოდ სიმართლეს შეუძლია გამოიყვანოს ადამიანები ქუჩაში, მიიყვანოს არჩევნებზე ყუთებთან და, საბოლოო ჯამში, დაამარცხოს ეს ადამიანი“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ „გირჩის“ ლიდერი დღეს აქციის დროს დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო.