გირჩის წევრი ჰერმან საბო პარლამენტში გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია გირჩი ავრცელებს.
"როგორც იცით, 2020 წლის საპარლამენტო სიაში Hermann Szabó მეხუთე ნომერი იყო შესაბამისად, ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლის შემდეგ მის ადგილს ჰერმანი დაიკავებს. "შევდივარ, შევდივარ" - გვითხრა მან" , - წერია გირჩის ფეისბუქპოსტში.
16 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტში კენჭი უყარეს ზურაბ ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას, რომელსაც 79 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტმა მანდატი შეუჩერა, ასევე ლელოს ლიდერს მამუკა ხაზარაძესაც.