logo
ENG



ზურაბიშვილი: არ ვეშვები ეროვნულ თანხმობას - ეს საზოგადოების დაკვეთაა და არა ჩემი ახირება

11 სექ 202222:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/11/qg5gol01b94m63b.png

ყველას გვტკივა რეალურად, ეს ძალიან მძიმე ფონი, რაც შექმნილია პოლიტიკურ სპექტრში და არა მხოლოდ, საზოგადოებაში, სოციალურ ქსელებში, ეს გაუთავებელი დაპირისპირება, პოლარიზაცია, ლანძღვა, აუტანლობა რაც არსებობს დღეს, ეს ალბათ მიუღებელია თქვენთვის, იმიტომ რომ სვანეთისთვის მიუღებელია. ეს მხარე დღემდე ასეთი ძლიერი მოვიდა სწორედ იმიტომ, რომ თქვენ იცით ერთობის მნიშვნელობა და მე მინდა აქედან, სვანეთიდან ვთქვა, რომ არა, არ ვეშვები და ეროვნული თანხმობა, რომლის ინიციატივაც ავიღე, არის და იქნება მუდმივად ჩემი ძალისხმევა, ვნახავ სადამდე მივა, ეს მხოლოდ ჩემ ხელში არ არის, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა, ეს არ არის ჩემი ახირება. საზოგადოებას მართლა უნდა დაწყნარება, მართლა უნდა ის ერთობა, რომელიც გააძლიერებს ქვეყანას. რაც მეტად ვუყურებთ ჩვენს ირგვლივ რა ხდება, მაგალითი მოგვდის პირდაპირ უკრაინიდან. თუ არა ერთობა, უკრაინა დღეს იქნებოდა დამარცხებული და თუ გაძლო აქამდე და თუ უკვე ნაწილობრივ მაინც არის უკვე გამარჯვებული და ვუსურვებ სრულად გამარჯვებას, ეს იმიტომ, რომ ერთიანი იყო, არის და იქნება. ჩვენც შეგვიძლია ეს, ჩვენ საუკუნეების მანძილზე ვაჩვენეთ, რომ ეს შეგვიძლია და არ შეიძლება, ეს დავივიწყოთ


close დახურვა