logo
ENG



ზურაბიშვილი: არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა ქვეყნის დემოკრატიის საზომია

29 აპრ 202208:30
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი: არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა ქვეყნის დემოკრატიის საზომია

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის შეწყალება საქართველოში ინტენსიური პოლარიზაციის საკითხი იქნება.

როგორც ზურაბიშვილმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს სერიოზული დაავადების დიაგნოზს დაუსვამენ, მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული.  

ამასთანავე, ზურაბიშვილი არ ფიქრობს, რომ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა ქვეყნის დემოკრატიის საზომია.

“სააკაშვილის შეწყალება საქართველოში ინტენსიური პოლარიზაციის საკითხი იქნება, რადგან არის ქვეყნის ნაწილი, რომელიც ერთ მხარს მტკიცედ დგას და მეორე მხარესაა უმეტესობა, რომელიც ნებისმიერი ფორმის შეწყალების წინააღმდეგია. თუ მას მართლაც დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ ვფიქრობ, რომ ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული მისი ჯანმრთელობის დასაცავად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეშფოთებულია თუ არა იმ გზავნილებით, რასაც სააკაშვილის დაპატიმრება მსოფლიოს უგზავნის, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის საკითხი დღეს მნიშვნელოვანი არ არის.


close დახურვა