ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთ დარღვევაზე მითითების ფონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა. მისივე შეფასებით, ოპოზიციის გაუმჯობესებული შედეგები "პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან".
"არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამე თუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება. ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას, საზოგადოებას კი მშვიდობა პოლიტიკური დაპირისპირებიდან საქმეზე გადასვლა. ერთი მხრივ, კონცენტრირება იმ მთავარ საკითხებზე, რომელიც მარტო არც ერთ ძალას არ შეუძლია და მეორე მხრივ, დესტაბილიზაციის მცდელობების დასრულება, რამეთუ დესტაბილიზაცია მხოლოდ გარე ძალებს თუ უწყობს ხელს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.