logo
ENG



ზურაბიშვილი: ახალი ძლიერი ევროპის შექმნაში წვლილი ზელენსკის და პუტინისაც მიუძღვით

01 მარ 202212:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/mgosu2zmnx8khzl.png

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედია Info France 2-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ განცვიფრებულია უკრაინის პრეზიდენტით და აღნიშნავს, რომ ის ახლა ერთდორულად ომის ფონზე მყარად დგას და იმავდროულად წარმატებით წარმართავს დიპლომატიურ ურთიერთობებს.

„მე მინდა გამოვხატო ჩემი და ქართველი ხალხის პატივისცემა უკრაინის პრეზიდენტის მიმართ, ვინც აქაა, მყარად დგას და იმავდროულად წარმართავს შესანიშნავ დიპლომატიურ კამპანიას“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ამ კონფლიქტმა პუტინისთვის მოულოდნელად ევროპა გააერთიანა.  ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ახალ ევროპული ძალის ფორმირებაში წვლილი საფრანგეთის გარდა, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის ასევე ვლადიმერ პუტინისაც მიუძღვით.

„საუკეთესო სიახლე რაც ამ ძალიან დრამატულ სიტუაციაშია არის ევროპის ერთიანობა. ეს ისაა, რამაც ნამდვილად გააოცა ვლადიმერ პუტინი. ესაა რისი თქმაც მსურდა ემანუელ მაკრონისთვის: ძლიერი, ახალი ევროპა შეიქმნა ერთი მხრივ თქვენი, ფრანგების მიერ, ასევე ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ. და ეს ისეთი ცვლილებაა რაც შენარჩუნდება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

 


close დახურვა