"ვერც ერთი ქართველი ვერ იტყვის, რომ ქართველია, თუ არ მოუსმენია მრავალჟამიერისთვის, მეგრული ნანასთვის, გურული კრიმანჭულისთვის და საგალობლებისთვის, რაც გვაქვს და რითაც ვლოცულობთ", - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გურიაში ვიზიტისას განაცხადა.
ზურაბიშვილმა მომღერალი ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა, შემდეგ კი ცერემონიაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა:
"ქართველი ერი არის ის ერი, რომელიც მღერის მუდამ, ლხინში, ჭირში. მღერის, როცა მუშაობს, მღერის ეკლესიაში და ეს არის მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ამით ვართ ჩვენ ალბათ ასეთი ძლიერი. ალბათ, ამიტომაც გადავრჩით, რომ გვაქვს საშუალება, თუნდაც ძალიან მძიმე პერიოდში, მაგალითად ომში ვიმღეროთ. ვისაც, ასევე სვანური ზარი არ გაუგონია, იმან არ იცის რა არის საქართველო", - განაცხადა პრეზიდენტმა.