logo
ENG



ზურაბიშვილი: ვხედავთ, შეგვიძლია დავეყრდნოთ სუვერენიტეტისადმი პარტნიორების მხარდაჭერას

12 იან 202222:50
3 წუთის საკითხავი
clock 578
ზურაბიშვილი: ვხედავთ, შეგვიძლია დავეყრდნოთ სუვერენიტეტისადმი პარტნიორების მხარდაჭერას

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგის განცხადებას გამოეხმაურა და მას მნიშვნელოვანი უწოდა. 

"დღეს იენს სტოლტენბერგისგან მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ. ამ რთულ გეოპოლიტიკურ დროში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს თავისი პარტნიორების მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ". - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე

12 იანვარს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან და პატივი სცემს მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სტოლტენბერგის თქმით, ნატო არ წავა დათმობაზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით.


close დახურვა