logo
ENG



ზურაბიშვილი: ლუგარის ლაბორატორიის მიმართ კრიტიკა მიუღებელია

01 მაი 202019:39
3 წუთის საკითხავი
 
4ftdcc9wpvlnvgb.jpg

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლუგარის ლაბორატორიის მიმართ კრიტიკას ეხმაურება. როგორც ზურაბიშვილი აცხადებს მისთვის ლაბორატორიის კრიტიკა და ცილისმწამებლური განცხადებები მიუღებელია.

ზურაბიშვილის თქმით, პანდემიასთან ბრძოლაში ლუგარის ლაბორატორია ქვეყნისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამიტომ მასზე ცრუ ინფორმაციის გავრცელება საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობად აღიქმება.

პრეზიდენტის პოსტს „ფორმულა“ უცვლელად გთავაზობთ :

„ბოლო დროს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული კრიტიკული და ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია.

დღეს პანდემიასთან ბრძოლაში, ისევე როგორც მანამდე ლუგარის ცენტრის სამეცნიერო მიღწევები და მისი უდიდესი მნიშვნელობა ჩვენს დაფასებას და მადლიერებას იმსახურებს.

ცენტრის გამოცდილებამ, ამერიკელ პარტნიორებთან მისმა მრავალწლიანმა თანამშრომლობამ და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზაობამ განაპირობა საქართველოს წარმატება პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე.

სწორედ ამიტომ ლაბორატორიაზე თავდასხმა და ცრუ ინფორმაციის გავრცელება აღიქმება, როგორც საქართველოსა და მისი მიღწევების დისკრედიტაციის მცდელობა.

მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ლუგარის ლაბორატორიის, მისი ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების საქმიანობის მნიშვნელობასა და როლს კრიზისის მართვასა და დაძლევაში. მინდა, რომ ჩემი და საზოგადოების სახელით მათ მადლობა ვუთხრა“, - წერია განცხადებაში.

 


close დახურვა