logo
ENG



ზურაბიშვილი: მეორე ფრონტი არის საერთო თემა ხელისუფლების, არძინბასი, ლავროვის და სიმონიანის

24 მარ 202321:36
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი: მეორე ფრონტი არის საერთო თემა ხელისუფლების, არძინბასი, ლავროვის და სიმონიანის

გარკვეული სიფრთხილე მესმის. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, არასდროს ვიყავი მომხრე, არც სააკაშვილის დროს, როცა ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, არც მერე ოპოზიციაში და არც დღეს ტყუილად რაღაც ლანძღვის და შეურაცხყოფის მიყენების. მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, ვართ ქვეყანა, სადაც არავინ არ ამზადებს მეორე ფრონტს და ეს არის საერთო თემა ხელისუფლების, არძინბასი და ლავროვის, სიმონიანის და ყველას სახელები არ ვიცი. ეს ხომ უნდა იყოს ყველასთვის ძალიან გასაკვირი. რა მეორე ფრონტი და როდის იყო, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენ გვიწვევდნენ რამე ომში. არავის აქვს სურვილი, რომ კიდევ ზედმეტი სადმე დესტაბილიზაცია [იყოს].


close დახურვა