საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს უმაღლესი დონის ონლაინკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც Covid 19 -ის პანდემიისა და პანდემიის შემდგომი პერიოდის გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს მიეძღვნა, აღნიშნა, რომ არსებულმა ვითარებამ ყველა გამოწვევის წინაშე დააყენა და გამოავლინა როგორც სუსტი, ასევე ძლიერი მხარეები. მათ შორისაა საქართველოც.
"საქართველოს, პატარა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე, ევროპის კართან მდებარე ქვეყნას კი, არაერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მისცა: პანდემიამ ხაზი გაუსვა პროფესიონალიზმისა და ძლიერი მმართველობის მნიშვნელობას, როგორც კრიზისთან გამკლავების ასევე, მომავალი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. მან გვაჩვენა დემოკრატიის ძირითადი ელემენტების დაცვის მნიშვნელობა; შენარჩუნებულ იქნა გამჭვირვალობა, პროპორციულობა და ანგარიშვალდებულება და დამტკიცდა, რომ დემოკრატიებს შეუძლიათ გლობალური გამოწვევების ეფექტიანად მართვა ძირითად პრინციპებზე უარის თქმის გარეშე.
მან აგრეთვე გამოავლინა და გააღრმავა ჩვენს ეკონომიკაში არსებული ხარვეზები, - გაზრდილი უთანასწორობა და სიღარიბე, გარემოსდაცვითი და სოციალური ხარჯები, რომლებიც არ არის სათანადოდ აღრიცხული და რომლებზეც აუცილებელია ეფექტიანი რეაგირება. მან საბოლოოდ დაადასტურა, რაც ჩვენ უკვე ვიცოდით მიწოდების ჯაჭვში გადამეტებული დამოკიდებულების რისკების შესახებ და იმ დამატებითი ჰუმანიტარული დანაკარგები, რომელიც კონფლიქტებითა და ოკუპაციითაა გამოწვეული პანდემიის დროს.",-აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ახლა უფრო ნათელი და აშკარაა რა და როგორ უნდა შეიცვალოს. მათ შორის, ქვეყანა ცდილობს ეკონომიკისა და ზრდის ჩვენს მეთოდებში იპოვოს ახალი ბალანსი ზრდასა და მდგრადობას შორის. აღსანიშნავია ისიც, რომ რომ საქართველო ფლობს რესურს, რათა გახდეს ლაბორატორია ახალი მოდელების შესამოწმებლად.
"ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ კაპიტალის ბაზარზე წვდომის მისაღწევად და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად სირთულეებს წავაწყდებით, რაც აუცილებელია ახალი ინვესტიციების წასახალისებლად და მდგრადი მეწარმეობის განვითარებისათვის. ჩვენ ვართ ინოვატორები, თუმცა, მარტო ამ გზაზე ვერ ვივლით",-აღნიშნა ზურაბიშვილმა.