logo
ENG



ზურაბიშვილი: უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, ამას მივეცი ხმა - დეპოლარიზაციას

02 ოქტ 202112:32
3 წუთის საკითხავი
 
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმა მისცა. პროცედურის დასრულების შემდეგ მაგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს არის არჩევნები, როდესაც ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს.

"ეს არის ის არჩევნები, სადაც შეუძლიათ აირჩიონ თავიანთ ადგილზე - დაბაში, სოფელში, ქალაქში ისინი ვინც, ხვალ ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტენ. ეს არის ადგილი, სადაც ალბათ ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია და ეს არის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია და მე ამის იმედი მაქვს და ამას მივეცი ხმა - დეპოლარიზაციას", - თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. 

ოპოზიცია მას რეფერენდუმს უწოდებს. 

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

 


close დახურვა