საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ფეისბუქზე სალომე ზურაბიშვილის ყალბი გვერდები შეიქმნა. როგორც პრეზიდენტი საკუთარ ოფიციალურ გვერდზე წერს არასწორ ინფორმაციას მის შესახებ ე.წ. ტროლები ავრცელებენ.
"Facebook-ზე შეიქმნა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყალბი გვერდი, რომლითაც ვრცელდება ცრუ ინფორმაცია და სხვადასხვა ჯგუფების მეშვეობით, ე.წ. ტროლები ორგანიზებულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", — აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.