logo
ENG



ზურაბიშვილი: ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული სიტუაციით

08 იან 202221:20
3 წუთის საკითხავი
 
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს. 

"ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული სიტუაციით. ვგმობ ძალადობას, რომელიც ვნახეთ და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს. მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. 
ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება", - წერს ზურაბიშვილი twitter-ზე.

ყახაზეთში რამდენიმე დღეა, ვითარება უკიდურესად დაძაბულია.  

2 იანვარს საწვავის გაძვირების გამო დაწყებული პროტესტი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რასაც მთავრობის გადადგომა მოჰყვა. 

აქციები სწორედ 2 იანვარს, მანგისტაუს ​ რეგიონში დაიწყო, 4 იანვრისთვის კი ქვეყნის თითქმის ყველა დიდი ქალაქი მოიცვა. 

პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საგანგებო მდგომარეობა ჯერ ცალკეულ რეგიონებსა და ქალაქებში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში გამოაცხადა.

გაითიშა ინტერნეტი. 

ასევე, მან "საპროტესტო აქციების სიტუაციის შექმნაში" მთავრობა დაასახელა და გადააყენა. 

პრეზიდენტმა ხელისუფლება დაადანაშაულა "საპროტესტო სიტუაციის დაშვებაში" და გაათავისუფლა. 

5 იანვარს შეტაკებები დაიწყო ალმათსა და ყაზახეთის ზოგიერთ სხვა ქალაქში. მომიტინგეებმა დაარბიეს და დაწვეს რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა; ამის პარალელურად დაიწყო ძარცვა და მორიდოირობა

თავის მხრივ, პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა დემოსტრანტებისთვის ცეცხლის გაუფრთხილებლად გახსნის ნებართვა გასცა. 

დემონსტრაციების დროს ათობით მოქალაქე დააკავეს. 

ასევე, ტოკაევმა დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას მიმართა, რომელშიც ამ დროისთვის რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან გაწევრიანებულები. 

ყაზახეთში "სიტუაციის დასტაბილურების მიზნით" უკვე ჩავიდა რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო. ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ  კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან.

7 იანვარს ტოკაევმა გამოაცხადა წესრიგის აღდგენის შესახებ განაცხადა. ყაზახეთის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების წახალისებაში უცხო ქვეყნის წარმომადგენლები დაადანაშაულა. 


close დახურვა