logo
ENG



ზურაბიშვილი: შეთანხმების ტექსტი დაბალანსებული კომპრომისის საშუალებას იძლეოდა და იძლევა

09 აპრ 202113:07
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი: შეთანხმების ტექსტი დაბალანსებული კომპრომისის საშუალებას იძლეოდა და იძლევა

ორივე მხარეალბათ ფიქრობს, რომ გამარჯვებული გამოვიდა ამ პროცესიდან. იმით იმხნევებს თავს, რომ არ დათმო რაღაც პრინციპები, მაგრამ ორი კატეგორიის პრინციპია, ის, რომელიც საკუთარი ქმედებების გამართლებას ემსახურება და ის, რომელიც გამოგვიჩენს ჭეშმარიტ გზას. 

ასეთი პრაგმატული და დაბალანსებული კომპრომისის საშუალებას იძლეოდა და კვლავ იძლევა შეთავაზებული ტექსტი, ამ ტექსტს მე პირადად სრულად ვუჭერ მხარს. დღეს 9 აპრილის სულისკვეთების მაგალითზე მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო, რომ მივიდნენ ქვეყნიუსთვბის უალტერნატივო გადაწყვეტილებამდე. მჯერა დავფიქრდებით და მივხვდებით, ჩვენი საერთო მომავალი სასწორზე დგას. 

 


close დახურვა