logo
ENG



ზურაბიშვილი ბიძინას მონა - აქცია სასტუმრო ბილტმორთან

16 დეკ 201910:25
3 წუთის საკითხავი
 
cyz2fpksttz8wgy.jpg

სასტუმრო „ბილტმორში“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციის პარალელურად, რომელსაც პრეზიდენტი ზურაბიშვილიც ესწრება, მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთი წელი გააპროტესტეს. აქტივისტებმა პრეზიდენტს სიმბოლურად საქართველოს კონსტიტუცია მიუტანეს და საკუთარი მოვალეობები შეახსენეს.

„ზურაბიშვილი ოცნების მთავარსარდალი“, „ზურაბიშვილი ბიძინას მონა“ და ა.შ. - ამ შინაარსის ტრანსფარანტები მიიტანეს მოძრაობის წევრებმა რუსთაველზე და ზურაბიშვილს მოუწოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად, ხალხის ინტერესებს ემსახუროს.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმადა სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლებისწამომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს. 

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლების უკვე სამი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარიპოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მესამე შეხვედრაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებზე მსჯელობა შესთავაზა, რაზეც მმართველმა გუნდმა შიდა კონსულტაციებისთვის ვადა კვირის ბოლომდე ითხოვა.

 


close დახურვა