logo
ENG



ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება

09 ივნ 202217:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/09/zgsyi699n0jnm5t.png

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება. ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიწვევით კონფერენციაში "ქალები კონფლიქტებში" იღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბრიუსელში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სიმა სამი ბაჰუსი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი.

"ღონისძიების, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, Nadia’s Initiative და Dr. Denis Mukwege-ის ფონდი მასპინძლობს, აქცენტები გაკეთდება კონფლიქტებში ქალი ლიდერების მნიშვნელობაზე, ქალებისა და გოგონების უფლებების რეალიზაციასა და მათი მშვიდობის პროცესებში სრულყოფილი მონაწილეობის აუცილებლობაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა