logo
ENG



ზურაბიშვილი გამსახურდიას დაჭრაზე: მთავარია გადავლახოთ ეს მძიმე პერიოდი

20 დეკ 201912:44
3 წუთის საკითხავი
 
1rm70ncxlyzicct.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ცოტნე გამსახურდია დაჭრის შემდეგ ამ დრომდე მრეანიმაციულ განყოფილებაში ჰყავთ მოთავსებული. ზურაბიშვილის თქმით, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შესაძლებელი იყო და მომავალშიც ყველა ღონეს იხმარენ ცოტნე გამსახურდიას გამოსაჯანმრთელებლად.

„ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებიც შეიძლებოდა. იმისი დასტურიც გვინდოდა, რომ ყველაფერი გაკეთდება, რაც საჭირო იქნება შემდეგ ეტაპზე. მთავარია გადავლახოთ ეს მძიმე პერიოდი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს. ის უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში და ორი ოპერაცია ჩუტარდა. თვითმხილველთა ინიფორმაციით, გამსახურდია ცივი იარაღით დაჭრეს. თავდამსხმელის ვინაობ ჯერჯერობით უცნობია.  


close დახურვა