logo
ENG



ზურაბიშვილი ვაშაძის სწრაფ ტესტებზე: როგორ შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმა

23 მარ 202013:45
3 წუთის საკითხავი
clock 977
vnmi08ar9795a3n.jpg

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ კორონავირუსის გამოვლენის სწრაფი ტესტების პრეზენტაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს უპასუხისმგებლო ნაბიიჯია.

„ამას რა ჰქვია არ ვიცი ... როგორ შეიძლება პიარის გულისთვის და ვიწრო პოლიტიკურ ამბიციების გამო ამ ვითერებაში ასეთი უპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმა და ინფორმაციის გავრცელება???? სიტყვები არ მყოფნის“, - წერს ზურაბიშვილი.

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა, რომელზეც ჟურნალისტების თანდასწრებით კორონავირუსზე სწრაფი ტესტი ჩაიტარა. 

„ეს არის პატარა კასეტა, რაზეც ახლა ხდება ჩემი სისხლის წვეთის დაწვეთება მოხდება, ესეც საკმარისია“, - განაცხადა ვაშაძემ.


close დახურვა