logo
ENG



ზურაბიშვილი ვიდეო ზარით სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს ესაუბრა

15 აპრ 202016:21
3 წუთის საკითხავი
 
25nouxw9bmia1ar.png

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ვიდეო ზარით ესუაბრა. ინფორმაციას პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დღეს მსოფლიოში შექმნილ ახალ ვითარებაში ყველა დონეზე სოლიდარობა და მათ შორის, რეგიონული სოლიდარობა მნიშვნელოვანია“, - წერს ზურაბიშვილი. 

სალომე ზურაბიშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ მსოფლიოში შექმნილ ახალ ვითარებაში ყველა დონეზე სოლიდარობა და მათ შორის რეგიონული სოლიდარობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მან მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს გუშინ განხორციელებული სოლიდარობის აქტისათვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში, ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრის საქართველოს დროშის ფერებში განათება საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოხატულება და სოლიდარობის საუკეთესო გზავნილია.

გარდა ამისა, ზურაბიშვილი ვიდეო ზარით ესაუბრა სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანსაც.

როგორც პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საუბრისას აღინიშნა, რომ შექმნილ მძიმე კრიზისულ ვითარებაში მნიშვნელოვანია მჭიდრო რეგიონული თანამშრომლობა და სოლიდარული მიდგომები.

პრეზიდენტებმა განიხილეს ასევე, კორონავირუსის პოსტკრიზისულ პერიოდისათვის მზადების საკითხები, საჭიროებები და ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავების გზები.


close დახურვა