logo
ENG



ზურაბიშვილი კანდიდატობაზე: არ შეიძლება, მხოლოდ ბოლო 1 წლის შეცდომები იყოს გადამწყვეტი

02 ივნ 202221:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/02/5qy7wzi9btwe79k.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ამბობს, რომ "არ შეიძლება, რომ მხოლოდ ბოლო წლის ნათქვამები ან შეცდომები იყოს გადამწყვეტი ასეთ გრძელ გზაზე".

მისი აზრით, კომისიის პირველი შეფასება იქნება კრიტიკული ზოგიერთ ასპექტზე, თუმცა შემდგომი პოლიტიკური გადაწყვეტილებაში გეოპოლიტიკური სიტუაცია გათვალისწინებული იქნება.

"მე მგონია, რომ კომისიის პირველი შეფასება იქნება კრიტიკული ზოგიერთ ასპექტებზე, მაგალითად სასამართლო რეფორმაზე, იმ ყველაფერზე, რაც იყო ჩაწერილი შარლ მიშელის დოკუმენტში. ამაზე შეიძლება იყოს კრიტიკული, მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი პოლიტიკური გადაწყვეტილება როცა უნდა იყოს მიღებული ევროპული საბჭოს მიერ, იქ იქნება უფრო გათვალისწინებული გეოპოლიტიკური სიტუაცია, არამხოლოდ ის შეცდომები, თუ როგორც გვინდა, ისე დავარქვათ, მაგრამ იქნება ზოგადად საქართველოს მდგომარეობა დღევანდელ დღეს. ის ფაქტი, რომ მოსახლეობა არის მთლიანად მიმართული ევროპისკენ, რომ ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ აქამდე, არ შეიძლება, რომ მხოლოდ ბოლო წლის ნათქვამები ან შეცდომები იყოს გადამწყვეტი ასეთ გრძელ გზაზე და კიდევ ის, რომ ჩვენ არ შეიძლება ამ გზიდან გვერდზე დავრჩეთ", - თქვა ზურაბიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.


close დახურვა