logo
ENG



ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას ითხოვს

10 მაი 202316:08
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას ითხოვს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ განხილულ უნდა იქნას 3-თვიანი ვიზების დაწესება.

"დრო არის, რაც არაერთხელ მოვითხოვე, რომ შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო, შეიკრიბოს საჯაროდ და განხილული იყოს პირიქით, 3-თვიანი ვიზების დაწესება, რაც საჭიროა ჩვენთვის თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე, მეტი კონტროლია სახელმწიფოდან საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში, რომლებიც რჩებიან ქვეყანაში და აუცილებელია, რომ რაღაც ზომები იყოს მიღებული იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩაჯდეს ნორმალურ, ცივილიზებულ ჩარჩოებში. ვართ ტოლერანტი ქვეყანა, ყველას ვიღებთ, ეს გამოჩნდა ბოლო 1 წელში, მაგრამ რაღაცებია, რაც არ შეიძლება მოხდეს ქვეყანაში", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ფრენების აღდგენა არის პროვოკაცია, რომელიც საზოგადოების მხრიდან დიდ რეაქციას გამოიწვევს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ რუსეთი დათმობებს დათმობებით არ პასუხობს.

"საზოგადოებას კარგად ესმის, რომ როდესაც რუსეთი ასეთ ნაბიჯებს დგამს, რუსეთი ამ ნაბიჯებს დგამს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და არ დაფიქრდა ისტორიაზე და ყველა მაგალითზე რაც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს პასუხობს დათმობით, პასუხობს იმით, რაც გაართულებს მდგომარეობას, ეს არის მისი მუდმივი ქცევის მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.


close დახურვა