logo
ENG



ზურაბიშვილი ხაშურში ქალის დაჭრაზე: ახლავე უნდა გავერთიანდეთ ამ პრობლემის ირგვლივ!

05 მარ 202020:17
3 წუთის საკითხავი
clock 929
g9nj3pmt69aukez.jpg

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხაშურში ქმრის მიერ ქალის დაჭრაზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ძალადობა მიუღებელია და საზოგადოება მის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს.

„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ხაშურში, ქალის მიმართ კიდევ ერთი ძალადობის ფაქტი განხორციელდა. ძალადობა მიუღებელია და ჩვენ ყველა, ახლავე უნდა გავერთიანდეთ ამ პრობლემის ირგვლივ!“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული მ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1995 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.



close დახურვა