საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოზარდის გარდაცვალების გამო ყველა საზეიმო ღონისძიება გააუქმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორბელიანების სასახლეში დაგეგმილი მიღებები შეხვედრების ფორმატში ჩატარდება.
„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ყველა საზეიმო ღონისძიება გააუქმა, რაც ეხება საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ მიღებებს, იგი შეხვედრების ფორმატში ჩატარდება.
სწორედ შეცვლილი ფორმატით გაიმართა დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისა და წარმატებული სპორტსმენების შეხვედრა. შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილი ახალგაზრდის ხსოვნას“, - ნათქვამია განცხადებაში.