logo
ENG



ზურაბიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა

20 სექ 202420:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/20/whktjs9hemj8d8e.jpg

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე, რომელსაც სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა, შეიწყალა.

სასამართლომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წლით პატიმრობა 16 სექტემბერს მიესაჯა.

შანიძეს გამოძიება ორი მუხლით ედავებოდა - სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და 265-ე მუხლის მეორე ნაწილი, რაც ნარკოტიკული საშუალების (კანაფის) მოყვანას გულისხმობს. მეორე მუხლი შანიძეს მოგვიანებით წარუდგინეს.

 

 

 


close დახურვა