logo
ENG



ზურაბიშვილმა შობა მხოლოდ კათოლიკეებს მიულოცა და სხვა რელიგიური ჯგუფები გამორჩა

25 დეკ 202015:31
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/25/w35x4rfxreu4cw4.jpg

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ქრისტეშობის დღესასწაული მხოლოდ საქართველოს კათოლიკე მოქალაქეებს და "კათოლიკურ სამყაროს" მიულოცა, მაშინ, როდესაც 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს პროტესტანტული კონფესიების უდიდესი უმრავლესობა და მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობაც აღნიშნავს. 

"ჩვენს კათოლიკე მოქალაქეებს და მთელ კათოლიკურ სამყაროს ვულოცავ შობის დღესასწაულს", - დაწერა პრეზიდენტმა და სხვა რელიგიური ჯგუფები სათვალავიდან გამორჩა. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, რომელიც შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს, კათოლიკე ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესიების უდიდესი უმრავლესობა და პროტესტანტული კონფესიების თითქმის სრული შემადგენლობა შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. 

 


close დახურვა