logo
ENG



თადუმაძე შესაძლო შემცვლელზე:კონსულტაციები დაიწყება მაშინ, როცა საჭირო გახდება

18 ოქტ 201910:45
3 წუთის საკითხავი
 
6pw3jts79hovn8h.jpg

​"კონსულტაციები დაიწყება მაშინ, როცა ეს საჭირო გახდება,"- ასე უპასუხა საქართველოს მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ შეკითხვას მის შესაძლო შემცვლელთან დაკავშირებით. ჟურნალისტები დაინტერესდნენ მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები ამ საკითხზე. განცხადება თადუმაძემ საქართველოს პროკურორთა კრებაზე გააკეთა. 

ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც შალვა თადუმაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება. იმ შემთხვევაში, თუ თადუმაძე მსამართლე გახდება, საპროკურორო საბჭო ახლა გენერალურ პროკურორს აირჩევს.

შალვა თადუმაძე უვადო მოსმართლეობის ერთ-ერთი სკანდალური კანდიდატია, რადგან არასამათავრობო სექტორს მის განათლებასთან დაკავშირებით ეჭვები აქვს. ცნობილია, რომ გენერალური პროკურორი თავის დროზე ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს, ხოლო თავად სასწავლებელი ერთი წლის შემდეგ (1994 წ.)  დაარსდა. გენერალური პროკურორის კანდიდატურას აკრიტიკებს ოპოზიციაც. 


close დახურვა