logo
ENG



თადუმაძის მსგავსად, უმაღლესი განათლების პრობლემა აქვს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს

10 ოქტ 201918:16
3 წუთის საკითხავი
 
5nefsua8hn5q2wz.jpg

უკვე რამდენიმე დღეა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უვადო მოსამართლეობის მსურველებს უსმენენ. 

დღეს,  10 ოქტომბერს, უვადო მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს უსმენდნენ. ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარეა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ აირჩევს, ის პოსტიდან წასვლას გეგმავს.

ირკვევა, რომ უმაღლესი განათლების პრობლემა თავაძესაც აქვს - უვადო მოსამართლეობა მას ბაკალავრის დიპლომით სურს. ოპოზიციამ ზაზა თავაძეს სამართლის მაგისტრის დიპლომის უქონლობის გამო, თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა დღეს პარლამენტში ის ქონებაც იყო, რომელიც ზაზა თავაძემ მოსამართლეობის პერიოდში დააგროვა.


close დახურვა