logo
ENG



თავაქარაშვილი: ხელისუფლება დაუპირისპირდა პროგრესს, ახალგაზრდობას და პროდასავლურ ხედვას

23 ნოე 201922:41
3 წუთის საკითხავი
 
3ev0zo4h2m8omqi.jpg

"თვალების დათხრით ადამიანებმა მოიპოვეს პროპორციული არჩევნები და ხელისუფლების სახით ადამიანები გადავყარეთ და უარი ვუთხარით მათ", - ამის შესახებ პროფესორმა არინა თავაქარაშვილმა განაცხადა გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა". 

პროფესორი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემის ჩაგდებით პროგრესს დაუპირისპირდა. "ქუჩაში გამოსულია ახალგაზრდობა. რომელი მაჟორიტარი იყო დამოუკიდებელი ფიგურა, რომ ეს განეცხადებინა?! თუ ასეთი დამოუკიდებლობა ჰქონდათ, რატომ კეტავდნენ ზოგიერთ ადგილას კარებს და საერთო-სახალხო განხილვაში ყველა არ შედიოდა? მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც ვგულისხმობ. მამათა და შვილთა ბრძოლის რეალური სახეა ეს. შვილები გამოდიან პროგრესით და მამებმა ისინი ქვებით უნდა ჩაქოლონ?! ხელისუფლება დაუპირისპირდა პროგრესს, ახალგაზრდობას და პროდასავლურ ხედვას", - განაცხადა თავაქარაშვილმა. 

 

 


close დახურვა