logo
ENG



თავდამსხმელი, რომელმაც ლონდონში ორი მოქალაქე დაჭრა, ლიკვიდირებულია

03 თებ 202008:34
3 წუთის საკითხავი
 

თავდამსხმელი, რომელმაც ლონდონში ორი მოქალაქე დაჭრა, ლიკვიდირებულია.

ინციდენტი გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. 20 წლის ბოროტმოქმედმა ლონდონის სამხრეთ ნაწილში რიგით მოქალაქეებს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები. დაშავებულია სამი სამართალდამცველი. თავდასხმის მოტივი უცნობია.

როგორც ლონდონის პოლიცია აცხადებს, მომხდარი ტერორიზმს არ უკავშირდება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი სასჯელს იხდიდა, საპყრობილე მან იანვარში დატოვა. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მომხდარი უბედური შემთხვევიდან რამდენიმე საათში დანით შეიარაღებულმა ქალმა ორი ადამიანი დაჭრა ბელგიის ქალაქ გენტში. თავდასხმის მოტივი ამ შემთხვევაშიც უცნობია.


close დახურვა