პუტინის საყრდენი საქართველოში - ღარიბაშვილისგან წახალისებული პრორუსული მოძალადე ჯგუფები და მათთან დაახლოებული პირები მედიას ისევ თავს ესხმიან. 5 ივლისის საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლოს ეზოში ჩვენს კოლეგას, რატი წვერავას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ქუჩური მენტალიტეტით და გარჩევის სურვილით, ცდილობდნენ ეზოდან გაყვანას და ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც.
ძალადობრივ ჯგუფებთან დაკავშირებულმა პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს რუსთავი ორის გადამღებ ჯგუფსაც. ამ დრომდე უცნობია, გეგმავს თუ არა ამჯერად მაინც ხელისუფლება თავდამსხმელების დასჯას კანონით გათვალისწინებული წესით. რატი წვერავა ახალ ინციდენტზე ჯერაც არ დაუკითხავთ. კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს