უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, დღეს ღამით რუსეთმა მძინარე კიევზე იერიში მიიტანა. ქალაქში საჰაერო განგაშის ხმა რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა.
უწყების ცნობით, ოკუპანტებმა თავდასხმის დროს 2 ბალისტიკური რაკეტა - ისკანდერი და 29 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს - უკრაინის საჰაერო ძალებმა 31-ვე რაკეტის ჩამოგდება შეძლო.
ამასთან, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის სამ რაიონში რაკეტების ნაწილები ჩამოვარდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და 8 ადამიანი დაშავდა. ასევე რამდენიმე ლოკაციაზე ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილებს.