logo
ENG



თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის ოფისზე - პოლიცია ოცნების აქტივისტების დაკავებას არ აპირებს

30 ნოე 201920:03
3 წუთის საკითხავი
 
9sf5rhk23sk8n8w.jpg

ხუთი საათის განმავლობაში იყო არეულობა გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისთან. დაზიანდა კერძო საკუთრება, რამდენიმე პირმა მიიღო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ტელევიზიების მიერ გადაღებულ კადრებში სამართალდამცველებზეძალადობის კადრებსაც კი ნახავთ, თუმცა პოლიციას არავინ დაუკავებია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს არ იძიებს, უწყება ქუთაისში განვითარებულ მოვლენებში ვერც ადმინისტრაციულ დარღვევას ხედავს, ამიტომ არც არავინ დაუკავებიათ, არც არვინ დაუკითხავთ.

ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, როდესაც თბილისში აქტივისტებს უმისამართო გინების, შეშის გადატანისა და ლობიოს მარცვლების შეყრისთვის საპატიმროში უშვებენ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ „ქართული ოცნების“ უბრალო მხარდამჭერების გარდა დაპირისპირებაში მონაწილეობას საჯარო მოხელეებიც იღებდნენ.

ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტონ დესტრუქციული ქმედებები, ვინაიდან საფრთხე იმისა, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს, დიდია და ამის კონტროლი ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა.

სანამ „ქართული ოცნების“ წევრები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ცოცხებით, კვერცხებითა და აგრესიით თავს დაესხმოდნენ, ოპოზიციამ და მოქალაქეებმა „ქართული ოცნების“ ოფისი დააბოქლომეს, პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც გაირკვა, რომ ხელისუფლება ქუთაისის პარლამენტის შენობის დაკონსერვებას აპირებს.

 


close დახურვა