თავდასხმა პირდაპირ ეთერში. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ბათუმში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მაშინ მიაყენეს, როცა ფორმულას ინტერვიუს აძლევდა. პოლიციას ამ დრომდე არაფერს ამბობს, რა ზომები მიიღო კანონდამრღვევის წინააღმდეგ. არადა ვინაობის დადგენა შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა გაუჭირდეს. "ხელისუფლების აგრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინება, სუს-ის პროვოკაცია" - ასე შეფასდა თავდასხმა გიორგი კირთაძეზე. ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ ამ მეთოდით ბრძოლა ხშირი შემთხვევაა. სწორედ ქართული ოცნების ხელწერასა და წახალისებას ხედავენ ოპოზიციაში ფიზიკური ანგარიშსწორების უკან.
თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით
19 დეკ 202219:59
3 წუთის საკითხავი