logo
ENG



თავდასხმა საგარეჯოში

20 იან 202320:01
3 წუთის საკითხავი
 

ექიმები საგარეჯოში 24 წლის გიორგი კიკნაძის სიცოცხლისთვის იბრძვიან. დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია, თავდამსხმელმა მას იმ დროს ესროლა, როცა კაცი მეგობრების გადარჩენას ცდილობდა. ყოფილმა სამხედრომ გუშინ ღამით საგარეჯოში მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. ტრაგედიას 5 პირი ემსხვერპლა, მათ შორის ადგილზე მისული პოლიციელი. შეიარაღებულ ყოფილ სამხედროს, ნოდარ ათუაშვილს გადაურჩა მისივე შვილი, ცეცხლის გახსნისას მან სახლიდან გაქცევა შეძლო. ავტომატის ჯერი და ასაფეთქებელი ნივთიერებები, - თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ორი საათი ისე ისროდა, რომ მისი შეჩერება ვერ მოხერხდა. თავდამსხმელმა თავი მოიკლა. საგარეჯოში ახლა დაღუპულებს გლოვობენ.


close დახურვა