logo
ENG



თავდასხმა ტაჯიკეთში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა მოაწყვეს

06 ნოე 201914:08
3 წუთის საკითხავი
 
flrtgd4vxqcnpcg.png

თავდასხმა ტაჯიკეთში საგუშაგოზე დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა მოაწყვეს. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხების კომიტეტის ცნობით, მებრძოლები ავღანეთიდან ქვეყნის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ გადავიდნენ და ტერაქტს გეგმავდნენ.

შეგახსნებთ, თავდასხმა ტაჯიკეთ-უზბეკეთის საზღვარზე მდებარე საგუშაგოზე წუხელ მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა ერთი მესაზღვრე და ერთი სამართალდამცველი. ოპერაციის დროს მოკლეს 15 მებრძოლი, 5 ეჭვმიტანილი კი დააკავეს. მომხდარის შემდეგ ტაჯიკეთში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.


close დახურვა