logo
ENG



თავდასხმას სომალის დედაქალაქში 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

28 დეკ 201914:39
3 წუთის საკითხავი
 
gtgrh5v0aqh4lwp.jpg

თავდასხმას სომალის დედაქალაქში 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ​მოგადიშუში, ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საგუშაგოსთან დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. დაშავებულია ათობით ადამიანი.

ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან დაშავებულის ნაწილი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაჰყავთ. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილთა შორის ორი თურქეთის მოქალაქეა. ეს ბოლო პერიოდში სომალიში მოწყობილი ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა, თუმცა მასზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. 


close დახურვა