ოკუპანტი საბჭოთა წარმოების ჭოგრიტით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ზვერავს - ფოტო ამ გამოსახულებით თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქართველი მიესაზღვრეებისთვის პროფესიული დღის მისალოცად გამოიყენა. მაღალჩინოსანმა ბოდიში საზოგადოებრივი რეზონანსის შემდეგ მოიხადა და ყველაფერი თანამშრომელს დააბრალა. ბოდიში კი პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებისთვის საკმარისი არ არის და დავით სუჯაშვილის გადადგომას მოითხოვს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა
22 მარ 202120:22
3 წუთის საკითხავი