logo
ENG



თავი დამალული აქვთ და უკანალი უჩანთ - რამდენიმე სასულიერო პირი მარტვილის ეპარქიას ტოვებს

01 ნოე 201919:38
3 წუთის საკითხავი
 
3tbyo9h0fjz2fat.png

ჭყონდიდის ეპარქიის დატოვებაზე ფიქრობს იმ სასულიერო პირების ნაწილი, რომლებიც სინოდს უსამართლო გადაწყვეტილების გამო მეორე დღეა აკრიტიკებენ. დღეს ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო იღუმენია თამარმა. 

"დაიწყება გადაბარების პროცესი. გადაწყდება სად იქნება მეუფე პეტრე და იქ წავალ მეც. დატოვებს მეუფე ეპარქიას, თუ დარჩება, იქიდან გამომდინარე მივიღებ მეც გადაწყვეტილებას," - აცხადებს იღუმენია თამარი.

იღუმენიას პოზიციას იზიარებს სხვა სასულიერო პირები. მათი თქმით, საჭიროა კითხვებს შესაბამისი პასუხები გაეცეს.

"სანამ კონკრეტული პასუხები არ იქნება, შეუძლებელია დაკმაყოფილება იმ მიმდინარე მოვლენების დაცხრომა, რის გამოც ჩვენ ყველანი აქ ვართ. შესაბამისად, მეუფე გრიგოლმა რამდენად შეძლო, ეს მას უნდა ჰკითხოთ, რადგან მე დაუკმაყოფილებელი ვარ. ჩემთვის  მისაღები არ არის ის პასუხები, რაც გაჟღერდა, რადგან სინოდის სხდომიდანაც გაღჟერდა," -აცხადებს ერთ-ერთი მეუფე.

კიდევე ერთი მეუფე, რომელიც მიმდინარე მოვლნებეს ღიად აკრიტიტებს, ამბობს რომ დღეს ბევრი სასულიერო პირი სირაქლემას პოზიციაშია. 

"ეკლესია არის გსაწმენდი და ეს რეალობაა. ეს უნდა მოხდეს აუცილებლად. დღეს თუ არა ხვალ მაინც. არიან სირაქლემას პოზიციაში. ვიხმარ ამ სიტყვას, თავი დამალული აქვთ და უკანალი უჩანთ. ამას ვერ დამალავ. ხალხმა ყველაფერი იცის. გასაწმენდია უწმინდურობისგან და სიბინძურისგან,"- განაცხადა ასევე ერთ-ერთმა მეუფემ.

სტატუს ჩამორთმეულმა პეტრე ცაავამ ნივთების ჩალაგება უკვე დაიწყო. დღეს ის დაემშვიდობა ეპარქიის სკოლა-პანსიონს, რომლის რექტორიც იყო და სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ უკვე აღარ არის. პროტესტის ნიშნად პანსიონი დატოვა პრორექტორმაც. გადაბარების პროცესი დღეს დაიწყო და შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. ამ დროში მეუფეებს ეპარქიაში ერთად მოუწევთ ყოფნა.

 

 


close დახურვა